როდესაც ქოცებს დავამარცხებთ, მიხეილ სააკაშვილი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე იქნება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„სანამ ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] ეს რეჟიმი აწამებს, როგორ შეიძლება ჩვენ მისი ამბავი ქართულ პოლიტიკისგან განყენებულად განვიხილოთ და მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, როგორც ამ პარტიის ლიდერი, რა თქმა უნდა, როდესაც ქოცებს დავამარცხებთ, მიშა სააკაშვილი პოლიტიკურ არენაზე არ იქნება? და ვიღაც ჩრდილოვანი მმართველი დააჯდება თავზე?
სანამ ქართულ პოლიტიკაში ქართველის ხელით პუტინი მას აწამებს, ციხეში ჰყავს გამოკეტილი, მიშა სააკაშვილი პოლიტიკაში არ არის, გვერდზეა გაწეული-თქო, მე ვერ გეტყვით, არ გეტყვით. ბიძინა რომ დამარცხდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე“- განაცხადა ცისკარიშვილმა.