„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარებაზე და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ფაქტი ისტორიაში შევა, ტრამპი კი ყველას მამაც ადამიანად დაამახსოვრდებათ.

„ამერიკაში ყველა, ვისაც ეთქმის სიტყვა, წერს იმას, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობა დარჩება ისტორიას. ამას ისინიც აღნიშნავენ, ვისაც ტრამპის გაგონება საერთოდ არ უნდა პრეზიდენტად, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად.

ის, რომ სროლის შემდეგ ტრამპი ფეხზე წამოდგა და იყვირა „იბრძოლეთ“ – ეს მომენტი დარჩება ისტორიას. როცა სისხლით დაფარული სახე აქვს ადამიანს, აშკარად უშიშარია და ამბობს, რომ უნდა ვიბრძოლოთ, ეს არის ძალიან ძლიერი განაცხადი.

დავით მაღრაძემ თქვა „ესროლეს ტრამპს და მოახვედრეს ლიბერალიზმს“. ამერიკაში კი ხშირია ასეთი სათაურები, რომ „ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ბაიდენს“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.