ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ვაჭრობის იმედი აქვთ. ორმა ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთს აქვს ის ქარიზმა და არც მეორეს, რომ 5%-იანი ბარიერი ცალ-ცალკე თუ ერთად გადალახონ. - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ შანსებზე საუბრისას განაცხადა.

„ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ვაჭრობის იმედი აქვთ. ორმა ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთს აქვს ის ქარიზმა და არც მეორეს, რომ 5%-იანი ბარიერი ცალ-ცალკე თუ ერთად გადალახონ. განსაკუთრებით გავითვალისწინოთ, რომ როდესაც საქართველოში ვიღაცას აქვს 1%, მეორეს - 1,5% და მესამეს კიდევ რაღაც პროცენტი, თუ გაერთიანდებიან, ეს პროცენტები არ იკრიბება. ხშირ შემთხვევაში ნულდება, რადგან ვინც ერთს უჭერს მხარს, ის ბრაზდება და აღარ უჭერს მხარს გაერთიანების შემთხვევაში. ეს ემპირიულად დასაბუთდა. ყოფილა ეს გაერთიანებები და იმაზე ნაკლები მიუღიათ, ვიდრე ცალ-ცალკე მიიღებდნენ. ეს მათ იციან, მაგრამ თუ მოახერხეს ისეთი აქტიურობა, „კასტინგი“ რასაც ჰქვია, მერე დაუძახებენ და იგივე „ნაცმოძრაობაში“ ადგილს მისცემენ“, - განაცხადა მამრაძემ.

მისივე თქმით, სხვა რაიმეს იმედი მელიასა და გვარამიას არ უნდა ჰქონდეთ.