საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
დასკვნის პროექტს კომიტეტი ბიუროს სხდომას წარუდგენს.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, კომიტეტს შესაბამისი მოთხოვნით დეპუტატებმა მიმართეს.
„ჩვენს კომიტეტს განცხადებით მიმართა დეპუტატთა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისი თანდართული მასალები პარლამენტშია შემოსული. ჩვენ შევამოწმეთ პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები და ისინი შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 228-ე პრიმა მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, არის ყველა წინაპირობა, რომ ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციას დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ რეგისტრაციაში გატარებას მხარი დაუჭირეს ბიურის სხდომაზეც