"ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა კვიჟინაძე პარლამენტმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცა
გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 85 მა დეპუტატმა.
შეგახსენებთ: პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი კოვზანაძემ საკუთარი ნებით დატოვა. მან ასევე უარი თქვა პარლამენტის წევრის მანდატზე.