დღეს, საკანონმდებლო ორგანოში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განსახილველი საკითხია "ყინწვისის სპეცოპერაციის" სისხლის სამართლის საქმე. სხდომაზე მიწვეულნი არიან ზაზა გვიმრაძე და ნიკოლოზ გოგუაძე.
2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერთან 24 ადამიანი დააკავეს.
მათ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ წამებითა და იძულებით, მათ შორის, ოჯახის წევრებზე მუქარით აღიარებინეს არჩადენილი დანაშაული.
საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მსჯავრდადებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროსასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2011 წელს გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარებულა.