„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი კარგად ხვდება, რომ თუ ახლა მკვეთრად არ დისტანცირდება „ოცნებისგან“, ის მათ „რუსულ ჭაობში“ ჩაჰყვება.
„სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი ადამიანია, განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული და კარგად ხვდება, რომ თუ ახლა მკვეთრად არ დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“, ის მათ რუსულ ჭაობში ჩაჰყვება“, - განაცხადა მანჯგალაძემ,
ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის რუსეთთან ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგება.
„თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.
ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ“, - განაცხადა სალომე ზუაბიშვილმა.