"იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც ეჩქარება გიორგი ვაშაძის რეჟიმის მიერ დაპატიმრება:  პირველი - გირაო არის წინასწარი აღკვეთის ღონისძიება, იმისთვის რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებ." - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეორე - ეს არ გათავისუფლებს რეჟიმის მიერ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნისგან. პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი არ მოგიწევთ ლოდინი.

მესამე - რეჟიმის ამოცანაა დროულად მოახდინოს კონკრეტული ლიდერების იზოლაცია, გათიშვა პროცესისგან. უბრალოდ დაფიქრდით, თქვენც იგივე მიზნები და ამოცანები როგორ შეიძლება გქონდეთ.

მეოთხე - პრინციპულობა ასევე ნიშნავს აკეთო ის, რაც სწორი გგონია, და არა გდაიხარ-გადმოიხარო ლერწამივით იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის.

და მეხუთე - ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას და მის გეგმებს." - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ცნობისთვის, პაატა  მანჯგალაძის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.