იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავს. სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა კითხვით მიმართა. 

"ბატონო გიორგი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, სამარცხვინოს სახელით რომ სურა ისტორიაში შევიდეს ეს გავიგეთ, მაგრამ თქვენ თუ იაზრებთ, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც გამოგზავნილია ქვეყანაში, იმისათვის რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, თუ უჩას კადრების ეფექტია თქვენზე განხორციელებული"- მიმართა წილოსანმა წილოსანმა საპარლამენტო მდივანს . 

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.  მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარუდგენს.