ოპო სპიკერებს არ უხსენებიათ, რომ საქართველო იყო 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ქონდა ატეხილი ოპო სპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია! ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს“, – წერს ნინო წილოსანი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.