საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) 2 წლის ვადით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.
გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, წარმოადგენს მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასამბლეა ადგენს გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს და განსაზღვრავს პოლიტიკისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის პრიორიტეტებს.
გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რესურსების მობილიზაციისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.