„მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას  და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით მიმართვისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მიმდინარე კვირას გამართული შეხვედრა დაგმო.