დღეს ვხვდებით აზიის, აფრიკის ლათინური ამერიკის და ასევე ევროპის ქვეყნების სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს. გვექნება საუბარი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებზე შავი ზღვის რეგიონში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფება.
„რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, აქ რა თქმა უნდა საუბრის თემა იქნება შიდა პოლიტიკური ვითარება, კარს მომდგარი მუნიციპალური არჩევნები და რა თქმა უნდა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. გვინდა რომ ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ პირველწყაროდან ის, თუ რა ხდება საქართველოში, რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული და მათ შორის კანონებთან დაკავშირებითაც მივაწვდით ინფორმაციას“, - აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს.