ამ სანქციებს არანაირი გავლენა არ აქვს, გაცვდა, სანქციების დაწესების თვალსაზრისით ბალტიისპირეთის აქტიურობა გასაგებია, რადგან მათ საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური მეგობრები ჰყავთ, რასაც არ მალავენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვის ქმედებები გასაკვირი არ არის
„მათი საგარეო საქმეთა მინისტრები გვახსოვს, რომლებიც ჩამოვიდნენ და ოპოზიციის მიტინგზე დადგნენ, მათ შორის წინასაარჩევნო პროცესებში ერეოდნენ. ამიტომ, მათი ქმედებები გასაკვირი არ არის. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სანქციების დაწესებისას რაიმე კონკრეტული მიზეზი არსებობს თუ არა. ამ შემთხვევაში, მათ სანქციებს იგნორი უნდა გავუკეთოთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა.