ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე შეხვედრების დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები ავსტრიის პარლამენტში გამართა და კოლეგებს თანამშრომლობაზე ესაუბრა.
სამხარაძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ მომზადებულ დასკვნაზე და უკრაინის ომზე.
„ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზეც. ავსტრიისთვის საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და შესაბამისად, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.