მართლა ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“  და „ქართულ ოცნებასაც" რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ, საპირისპირო მოხდება, განსაკუთრებით ფრთხილად იყოს „ქართული ოცნება",- ამის შესახებ პარტია „ახალი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე პარტია „ახალი" გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია. არჩევნების შედეგებით,  დარწმუნებული ვარ, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური რეალობა და პარტია „ახალი“ სხვა პარტიებთან ერთად იქნება, სამთავრობო კოალიციის ბირთვის ჩამომყალიბებელი ძირითადი ძალა. მართლა ჰგონია „ნაციონალურ მოძრაობას“  და „ქართულ ოცნებასაც" რომ სხვა პარტიები წარმატებას ვერ მიაღწევენ, საპირისპირო მოხდება, განსაკუთრებით ფრთხილად იყოს „ქართული ოცნება",- განაცხადა ნიკა მელიამ.