მრავალთაგან ერთ-ერთია ნათია თურნავას გადაწყვეტილება, თუ როგორ ემსახურება ქართული ხელისუფლება რუსეთს, – ამის შესახებ ნიკა გვარამია პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მგონია, რომ ეს უნდა შეიცვალოს, რაც შეიძლება მალე და ძალიან მომწონს, რომ თანამდებობის პირები ამას ხვდებიან, მიდიან, არ ემსახურებიან რუსულ ინტერესებს და აკეთებენ სწორ არჩევანს, არჩევანს საკუთარი სამშობლოს სასარგებლოდ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს გადადგება თუ არა ნათია თურნავა, უნდა გადადგეს, მეტიც მან დანაშაულიც ჩაიდინა, გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. ამით მნიშვნელოვანი და მძიმე შედეგები გამოიწვია საერთაშორისო ფინანსური ვალდებულებების თვალსაზრისით. სამი ვიცე-პრეზიდენტი და ერთი მრჩეველი გადადგა, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იყო ეს ერთდღიანი კამპანია და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კამპანიები იყოს ბევრი რაც შეიძლება ხშირად და შედეგი დადგება აუცილებლად“, – განაცხადა გვარამიამ.