ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას. - ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სუს-ის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
სუსის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან "პაკრიშკების რევოლუცია". მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსიდ ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები. დაახეთქეს რენდომ სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ. დაანონსეს 'კუდიანებზე ნადირობის" ახალი სეზონი და პრაქტიკურლად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს. გულწრფელად ვურჩევ ყველას, მედიას განსაკუთრებით, რომ ამ შეგნებულად კონსტრუირებიულ ისტერიას არ ავყვეთ და არ ვაქციოთ მთავარ და მნიშვნელოვან თემად, რამეთუ სწორედ ეს ინტერესი დგას ამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომელიღაც კაბინეტში საგანგებოდ დაწერილი "რუსული მოთხრობის" უკან. ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას.