„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა:
„კოალიცია ცვლილებისთვის განცხადება:
პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია "ქართულ ქარტიასთან". ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ველოდები, პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქარტიას ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა