მივესალმები დავით არახამიას და წარმატებებს ვუსურვებ ორივე სამშობლოს გადარჩენის საქმეში. აქვე, მადლობას ვუხდი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის თაობაზე გაკეთებული შეფასებისთვის - ასე ეხმაურება მსჯავრადებული ტვ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.
დიახ, ყველა ქართველს, მით უფრო, აფხაზეთიდან დევნილს, არათუ უფლება, ვალდებულება აქვს საქართველოს გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთოს. ამ გზაზე თითოეულმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, მიმართოს ყველა შესაძლო თუ თითქოს შეუძლებელ ფორმას საკუთარი პატრიოტული მიზნების განსახორციელებლად.
მივესალმები დავით არახამიას და წარმატებებს ვუსურვებ ორივე სამშობლოს გადარჩენის საქმეში. აქვე, მადლობას ვუხდი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის თაობაზე გაკეთებული შეფასებისთვის. ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის, მეორე დევნილის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ნიკა, #212