ბევრ რამეზე ვფიქრობ, ერთ-ერთი არის საკუთარი პარტიის შექმნა, თავისთავად ცხადია, მაგრამ არ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ შესაძლებლობები ბევრია, თუმცა სწორი შესაძლებლობა ცოტა,- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ჩემი პოლიტიკაში წასვლა არავისთვის სანერვიულო არ არის, არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ დანამდვილებით. მინდა, რომ ვიყო იქ, სადაც უფრო ეფექტიანობა მექნება პერსონალურად.
სამოქალაქო სექტორში წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ წასვლას პოლიტიკაში, იქნება ეს პარტიის წევრობა თუ ერთიანი პლატფორმა, სამოძრაო სივრცე უფრო განსხვავებული, ამაზე ამ წუთში გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ბევრ რამეზე ვფიქრობ, ერთ-ერთი არის საკუთარი პარტიის შექმნა, თავისთავად ცხადია, მაგრამ არ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ შესაძლებლობები ბევრია, თუმცა სწორი შესაძლებლობა ცოტა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.