არ ვიცი, ევროკავშირს რამდენი ხანი ეყოფა მოთმინება, რომ ხისტი, მყისიერი გადაწყვეტილებები არ მიიღოს, - ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„არ ვიცი, ევროკავშირს რამდენი ხანი ეყოფა მოთმინება, რომ ხალხის გამო რაღაცებზე თვალი დახუჭოს, არ ხუჭავს თვალს ფაქტია, მაგრამ  ხისტი, მყისიერი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. ამოწურულია ეს მოთმინება, უკვე ჩანს განცხადებებზეც. ერთადერთი რაზეც ჩვენ შეგვიძლია გავთვალოთ, რომ ვითხოვთ, 6 თვე გვადროვეთ არჩევნებამდე, ჩვენ ამათ შევცვლით და არ მოგვიწევს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე ფაზაში შესვლა. იმავეზე სიგნალები შეიძლება აშშ-ში გავუშვათ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.