"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მოდი ასე ვთქვათ, გასაგებია რომ შიშის დათესვაა, გასაგებია, რომ აქეთ მიდის ყველაფერი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ, ზოგადად, უზურპატორები ასე ამთავრებენ, მაგრამ ამთავრებენ, ასე არ იწყებენ. ეს ხდებოდა რუსეთში, ახლაც ხდება რუსეთში, უარესები მომხდარა სხვაგანაც, ადამიანები, ვინც არიან მართლები, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს არიან ყოველთვის იმარჯვებენ." - ამის შესახებ პარია "ახალი" -ს ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"საქართველო ბელარუსი არ არის, საქართველო ევროპული საზოგადოებაა, საქართველოს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული, საქართველო ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და იქ არის ზუსტად, რომ კეთილი სძლევს ბოლოს, ეს არის უნივერსალური ფრაზა, ასე მოხდება ახლაც, არ გვეშინია, ძალიან გულწრფელად მინდა ვურჩიო ქართულ ოცნებას, ნუ გადაიყვანს პროცესებს იმ კალაპოტში, როდესაც გამარჯვება იქნება მორევაზე, იმიტომ, რომ თვითონ მალე გახდებიან დასაცავები, ძალიან მალე და ისეთ ვითარებაში ნუ ჩაგვაგდებენ ყველას, როცა მათი დაცვა გახდება შეუძლებელი, ასეთი ვითარება არის ახლოს, ისე იქცევიან", - ამბობს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიმიტრი ჩიქოვანისა და გია ჯაფარიძის თავდასხმის ფაქტზებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.