“დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი.“-  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

"დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხთან წარმოჩენა, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის ერთის მხრივ არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულებისათვის იცლის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები, ეს ბუნებრივია ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუციის წარმოჩენა. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს და ამას მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც.

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით ბუნებრივია მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და არც ავიღებთ, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ის სიმულაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში.

ამასთან ერთად, გაგაცნობთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნა ახლა მიღებული - პირველი - ეს არის სასწავლო წლის დაწყება და ის პროგრამები, რომლებიც უკავშირდება და ის ინიციატივები, რომლებიც იქნება წარმოჩინებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - ბავშვთა კვების სასკოლო პროგრამა, სადაც ჩვენ 600 ათასამდე ბავშვს შევთავაზებთ და ამის ეკონომიკურ დასაბუთებას წარვუდგენთ პარლამენტს და მთავრობას, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სახელმწიფომ 600 ათასამდე ბავშვისთვის უზრუნველყოფა უფასო სასკოლო კვებით. ასევე, სტუდენტებისათვის 20 ათასამდე სტუდენტისათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სახელმწიფოს ხარჯზე ,რათა მივცეთ საშუალება სტუდენტებს, რომ ამ მძიმე ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე გამოწვეულია რუსეთიდან უკანონო მიგრაციის გამო, ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება სახელმწიფოს მიერ აშენებულ საცხოვრებელში შეღავათიან ფასად იცხოვროს და ამის პროგრამას უახლოესი დღეების განმავლობაში წარვადგენთ. ასევე, საპენსიო სესხების განულების პროგრამა, დაახლოებით 400 ათასამდე პენსიონერს აქვს აღებული სესხი და სახელმწიფოს ხარჯზე უნდა დასაბუთდეს და ამას დავასაბუთებთ, თუ ვის ხარჯზე, რომელი რესურსების ხარჯზე უნდა მოხდეს ამ სესხების გამოწევა და ბუნებრივია, საპენსიო ასაკის დაწევა. ამ პროგრამაზე თაობაზე დამტკიცებულია შესაბამისი ეკონომიკური გათვლები, მოსმენილია ექსპერტების მოხსენებები და ამიტომ ამ პროგრამას უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დავიწყებთ საერთო ნაციონალურ კამპანიას.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა