„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციაზე დღეს ე.წ. კონცერტის გამართვის იდეას არ მიესალმება, თუმცა საპროტესტო აქციას უერთდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ უწევს ორგანიზებას და არ მიესალმება ე.წ. “კონცერტის” იდეას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე.
კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან. ნებისმიერი ხელოვანის ნებისმიერი პერფორმანსი ამ კონკრეტული პირის პირადი გამოხატვა იქნება და არავითარი კავშირი არ ექნება ჩვენი პარტიის ნებასთან. „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას და მოითხოვს: 1. რუსული კანონის გაწვევის/გაუქმების დაუყოვნებლივ გაფორმებას, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად; 2. ევროინტეგრაციისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებას.
ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ევროპაში! ძალა ხალხშია! ძალა პროტესტშია! ძალა ჩვენშია! აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს დაანონსებულ აქციის აქცია-კონცერტად გადაქცევის იდეით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე გამოვიდა და მომღერლებსა და ხელოვანებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ ყველა მომღერალს, ყველა ხელოვანს, შემოგვიერთდით დღეს, 19:00 საათზე აქციაზე. ერთად ვაქციოთ დღევანდელი აქცია, აქცია-კონცერტად. გაზის ცრემლები, სიხარულის ცრემლებად შევცვალოთ. ერთად გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს“,- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.