„ოცნება“ ნიადაგს ამზადებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ოცნება“ ნიადაგს ამზადებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის:
დაწყებული აქვთ კომპლექსური პროცესი რომ:
დასავლეთს დააბრალონ დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა - რომ გადაფარონ რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში;
ძალადობრივ და უსამართლო წინასაარჩევნო გარემოში დამნაშავედ გამოაცხადონ დასავლეთი, დამკვირვებლები და ოპოზიცია - რომ გადაფარონ „ოცნების“ ბრალეულობა ძალადობრივი და უსამართლო გარემოს შექმნაში;
ამ მიზნით, პარტიას შეთავსებული აქვს ანტიკორუფციული სააგენტოს და ცესკოს ფუნქციები და ყოველკვირეულ რეჟიმში საზოგადოებას კვებავს ტყუილებით - ავრცელებს ინფორმაციას უცხოელების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ოპოზიციის მხრიდან „დარღვევებზე“,
რომელთა უმრვლესობას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო კოდექსის დარღვევასთან.
ამ პროცესმა ძალიან ნათლად გამოკვეთა ანტიკორუფციული ბიუროს და ცესკოს, როგორც „ოცნების“ ინსტრუმენტების, როლი.
არჩევნებამდე დარჩენილ დროში ყველაფერს გავაკეთებ ამ მხრივ „ოცნების“ ტყუილების გამოსააშკარავებლად“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.