აქტივისტი ნატა ფერაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკორდატს ვერ პატიობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო. ნახევარუჯრედიანი ხაბეიშვილი და მისი მართული პარტია ამას არ აღიარებს. იქნებ ამ საკითხზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღიად და დაუფარავად გაგვაცნოს პოზიცია?”- წერს ნატა ფერაძე.