პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო იმედოვნებს, რომ მის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დეტალები გაირკვევა. აღნიშნულის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგების დასრულების შემდეგ განუცხადა.
„მადლობა ღმერთს. გილოცავთ ყველას პეტრე-პავლობას! ღვთის შეწევნით ვარ კარგად. დიახ, ალბათ, უნდა ჩატარდეს [ხელმეორე კვლევა], ექიმები გვირჩევენ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ რა ადგილი შეიძლება მოწამვლის კერა ყოფილიყო, მაგალითად, იქნებოდა თუ არა ეს მისი სამუშაო ოთახი“, მეუფე შიო ასე პასუხობს:
„ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს