"არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
იგი დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას ოპოზიციის ქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.
„პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები რასაკვირველია, წინასწარ იყო დაგეგმილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს პროცესი დიდი ხნის დაგეგმილია, სურთ ასწიონ ტემპერატურა, გამოიწვიონ ვნებათაღელვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ამიტომაც იძულებულები ვართ, რომ ამ ადამიანებს შევახსენოთ, რომ სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ.
ეს ადამიანები აპოგეაში იყვნენ დარბევებისა და ძალადობის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, როგორ არბევდნენ და კლავდნენ ხალხს პირდაპირ ქუჩაში. შეუძლებელია ეს ვინმეს არ ახსოვდეს. თუმცა არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან.“ - განაცხადა