ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის - ეს არის მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
"რამდენი გადაცემა დავუთმეთ იმას, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, „ხალხის ძალა“ შეგვექმნა და ის ინფორმაცია, რომელიც კულუარული იყო თუ დიპლომატიას მიეწერებოდა, შეწუხებული გიორგიც მახსოვს, რომ როგორ, თქვენ ამერიკის ელჩს აკრიტიკებთ და ასე მოიხსენიებთ - ხომ დავინახეთ, ხომ ფაქტებით ვსაუბრობდით, ხომ გამოჩნდა ხელის გულზე, ვის რა სურდა? ახლაც იგივე პროცესი მიმდინარეობს. ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ იქაც ტელევიზიებში პირდაპირი პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, ხალხი არის გამოსული მათ წინააღმდეგ. მთელი ევროპის განწყობა უნდათ საქართველოს წინააღმდეგ. სხვათა შორის, ახალგაზრდებს შევახსენებ, მოძებნონ YouTube-ზე 2016 წლის მასალები, როგორ მოიხსენიებს ხაბეიშვილი კეზერაშვილს - ჯარი გაძარცვა და მილიონერი გახდაო. შეუძლიათ სააკაშვილზე ნახონ, რომ იძახის, 100 დოლარით მოვდივარო ხელისუფლებაში და აბა ჩემმა მინისტრებმა გაბედონ და რაიმეზე ხელი წაუცდეთო.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროექტზე - სააკაშვილი იყო 2004 წელს ამ ხალხის მოყვანილი ხელისუფლებაში, ამ დავალებების შესასრულებლად. რატომ მიდის ეს ზეწოლა საქართველოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე? „ხალხის ძალამ“ რომ დავიწყეთ ფაქტებზე საუბარი მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ამიტომაც შენელდა ეს პროცესი. აქაც იგივე პროცესია, არაფერი იცვლება. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ანა ფოტიგა და მიხაელ გალერი EED-ის ფონდის ბორდში არიან. რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანი, რომ არ გახდეს გამჭვირვალე ეს პროცესი. პირდაპირ დავადანაშაულებ, რომ ისინი ფულს იღებენ ამ კამპანიაში. სულ რაღაც 12 კაცი იყო, ისე აჩვენებენ მთელ საქართველოს, თითქოს მთელი ევროპარლამენტია ასე განწყობილი, ასეთ ფონს ქმნიან. ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის - ეს არის მთავარი გზავნილი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.