საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო.
ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი.
ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა"- წერს მიხეილ ყაველაშვილი.