პარლამენტის პლენარულ სესიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძესა და „ხალხის ძალის“ წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა წითლიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს მიმართა, ოპოზიციონერი რომან გოცირიძის ხელის შეშლის გამო, ყაველაშვილისთვის სხდომა დაეტოვებინებინა. საბოლოოდ ანა წითლიძემ ყაველაშვილს „ნაბიჭვარი“, ხოლო ყაველაშვილმა პასუხად წითლიძეს „ნაგლი“ უწოდა.
„ნაგლი....ქალი ხარ.... ვინ არის ეს უნამუსო, კაცებს აგინებს“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ანა წითლიძეს.