„ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ რა საჭიროებებიც უდგას ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, ბუნებრივია, ეს სწორი არგუმენტაციაა. მე არ მგონია, რომ ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, რომ დაიწყონ რაღაც განსხვავებული ქვეტექსტების ძიება ამ გადაწყვეტილებაში და საზოგადოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება. - - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
"კითხვის ნიშანი არც დაუტოვებია ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ამბავს და ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვისაც იქნება სასარგებლო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, 2023 წლის 30 დეკემბერს პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.
სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა: რისი გათვლაც არ შემეძლო იყო გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა