"ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა მიმართულია, რომ შოვის დიდი ტრაგედია რაღაც ფორმით საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ, ხელისუფლება დააზიანონ და რაღაც უპირატესობა მოიპოვონ. - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა
"ყველა კარგად ხვდება, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს და მხოლოდ ჭარბი ემოციებით ხდება იმის გადაფარვა, რა მანკიერი ზრახვებიც ამოძრავებთ. ინსინუაციები იყო ჯერ ვერტმფრენებზე, შემდეგ არანორმალური ბრალდებები კალაძის ოჯახზე. არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ოპოზიციას ჭეშმარიტების დადგენის მიზანი ამოძრავებს. მათი ერთადერთი მიზანია, ისტორიები შეთხზან, რასაც ახალი უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზად გამოიყენებენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.