მოსალოდნელია, რომ ამ გაერთიანების შედეგად დიდი პრობლემები უფრო გაუჩნდეთ, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას.
„მეჩვენება, რომ შეცდომაა, როდესაც ამ გაერთიანებას გამარჯვების პლატფორმას არქმევენ. ორი მიზეზითაა შეცდომა : პირველი - ახალი ენერგიაო და ამას მარკეტინგულად ბრენდავენ. ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ამით საზოგადოებაში აჩენენ იმის განცდას, რომ ამ დრომდე რაც იყო, ის იყო ცუდი და ახლა ამ ცუდის მკეთებლებისგან მიღებული დაპირება საზოგადოებისთვის, რომ ამიერიდან სუპერ ენერგიული და გადასარევი გავხდებიო, რასაკვირველია დამაჯერებელი არ არის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია - გამარჯვების რა გითხრათ - „ღატაკი და ქილა ერბოსავით“ არ გამოუვიდეთ ეს ყველაფერი. გამარჯვებაზე დიდ განაცხადებს აკეთებენ და მერე შეიძლება ეს ყველაფერი უკუღმა აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ დიალოგის რეჟიმში რჩებიან და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდიან.