ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარი უზნეო საქციელია, მან ბოდიში მოუხადა შშმ პირებს, მათ თანმხლებებს და დეპუტატებს მომხდარი ინციდენტის გამო.
„სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორებს ზოგიერთი მერკანტილური მოტივებით და მიზნებით იყენებს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც და სიტყვის თქმასაც, მაგრამ როდესაც ამას უზნეოდ აკეთებენ, ეს რა თქმა უნდა, არანაირ საზღვარებში აღარ ჯდება. ასევე ყველამ თავისი თავი შეაფასოს ვინც შეეცადა ამაზე ხელი მოეთბო,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.