საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სააკაშვილის თქმით, ბოლოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა.

„ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა. საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა პოდმოსკოვიეში უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი.