რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში. არ გამოუვათ!, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„რუსეთის კურკის და ბელგოროდის ოლქებში შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. 
ყველას გვახსოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთში, შიდა ქართლში , აღმოსავლეთ უკრაინაში მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად. 
ახლა ამ ქვეყანას ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში. 
არ გამოუვათ!“, - წერს სააკაშვილი.