სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმიო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„მე ვარ ავტორიტარი? მე, რომელმაც საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოს ჰორიზონტები, რომელმაც შემოიტანა უამრავი ახალი ტექნოლოგია, განათლების ახალი სისტემა შევქმენი. თუ ეს ბრძოლა არ მივიყვანეთ ბოლომდე, ესენი ყველაფერს მოხურავენ, ყველა პოლიტიკოსს დააპატიმრებენ, დახურავენ ყველა ტელევიზიას აუცილებლად. ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად და გადავიდეთ ინტერნეტმაუწყებლობაზე. რა სისხლიანი ცხრა წელი, ხალხნო? ყველაზე განვითარებული ეპოქა იყო საქართველოს მრავალი საუკუნეების განმავლობაში, სანიმუშო იყო ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.