ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დიდ მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას ჩემი მხარდაჭერისა და გათავისუფლების მოთხოვნისთვის.
თქვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გრძნობს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი მამაცი ადამიანი, მათ შორის ჩემი მეგობარი ვლადიმერ ყარა-მურზა, რომელიც დაუღალავად იბრძვის პუტინის რუსეთში დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.