მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს:
დღეს დედაჩემის დაბადების დღეა!
როგორც ყოველთვის, ბოლო მრავალი თვის განმავლობაში, ის იქნება ჩემს გვერდით, ვივამედის გისოსებიან პალატაში, რომელშიც თითქმის ვერ აღწევს ჰაერი და შუქი.
ის დგება დილით ადრე, მიმზადებს საკვებს, მოაქვს, შემდეგ მიდის სამსახურში, (გიული საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრეზიდენტია) საღამოს 6 საათამდე ბრუნდება უკან (მარტო 6-მდე უშვებენ) და მოაქვს მეორე პორცია.
შემდეგ მიდის სახლში, იღებს უამრავ ხალხს. ეს ვიზიტები, შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გვიან ღამემდე, სადღაც დილის 3-მდე გრძელდება და შემდეგ ისევ დილით ადრე დგება, ამასთან ერთად, ახერხებს შვილიშვილების ნახვას და მათზე ზრუნვას, ასევე აგრძელებს მუშაობას, თვალებანთებული მიყვება ხოლმე თამარ მეფეზე მის ახალ კვლევაზე და ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებზე - ამ კვირებში გამოდის გიულის ახალი წიგნი.
დღეს დედაჩემი გიული ალასანია 77 წლის გახდა. მინდა აქ ვუთხრა ის, რაც ჩვენი შეხვედრების დროს როგორც წესი არ ვეუბნები - გიული ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ არსებობ და შენი შვილი ვარ, ძალიან განვიცდი, რომ ამხელა ტვირთად დაგაწექი და უზომოდ მადლობელი ვარ შენი სიყვარულისთვის და ასეთი თავდადებისთვის.
P.S დღეს სისტემამ დაბდღე მიულოცა იმით, რომ განსაკუთრებით დიდი ხანი აცდევინეს შემოსასვლელად