შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში არის შობადობის პრობლემა.
„დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავიანთი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის. არსებობს ამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.
წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, თემურ ჯანაშიამ მედიასთან განაცხადა, რომ "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმე" აბსოლუტურად დაცლილია სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია