მსჯავრდადებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლაშა ბაქრაძის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება:

"ლაშა ბაქრაძე მოხსნეს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორობისგან. თავის დროზე ჩემი პრეზიდენტობის დროს ლაშა დაინიშნა იმიტომ, რომ თავისუფლად მოაზროვნე მაღალი დონის ინტელექტუალია, სწორედ თავისუფლად აზროვნებისთვის მოხსნეს ახლაც.

არა უშავს, 26 ოქტომბრის შემდეგ პროფესიონალები ხელახლა დაფასდებიან."- წერს მიხეილ სააკაშვილი.