პარტია "საქართველოსთვის" ენმ-სთან გაერთიანებას არც კი განიხილავს - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ყველაზე ხშირად ეხმარება ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში და შემიძლია გავიხსენო მინიმუმ ორი ფაქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი და კიდევ სხვა საკითხები, მაგალითად სხვადასხვა საკრებულოდან, ამიტომ არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან უბრალოდ არ განვიხილავთ", - ამბობს მიხეილ დაუშვილი.