კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს.
„კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. ლგბტი-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებისკენაა მიმართული“, – წერს როთი.
თარგმანი: პირველი არხი.