ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ დამარცხდება, ე.ი. რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. 

მისი თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდები დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობენ და უმეტესობას არ ახსოვს რა ვითარება იყო ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ, რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.