თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს. რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ 45 ხმით სამის წინააღმდეგ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.
წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციური პარტიიდან ესწრება გირჩის" წევრები: გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრები: ვახტანგ სურგულაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ ერთი წევრი, გიორგი ქარდავა.
 
            
             
                         







