საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში USAID-ის სცენართან დაკავშირებით წერს და სვამს კითხვას, "დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც "მაიდნის" გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!"
"დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც "მაიდნის" გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! (როგორც ამას სიუჟეტში გახმოვანებული ამბების დამმალავი ნაცმედია იკითხავდა).
ან ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?
ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არც ვგულისხმობ, ისინი მიზანმიმართულად, ტრენინგებზე ნასწავლი სლოგანებით და სქემით მიყვებიან თავიანთ აგენტურულ გეგმებს. საუბარი იმ ხალხზე მაქვს, "თვითორგანიზების" და "გულწრფელი პროტესტის" რომ სჯერათ ამ წუთამდე", - წერს მამუკა მდინარაძე.