შევთავაზოთ ექსპერიმენტი - გაგვიხსნან მოლაპარაკებები და დააკვირდნენ, ვიტყვით თუ არა უარს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“.
„თავისი ინიციატივით გაგვიხსნან მოლაპარაკებები და დიდი სიხარულით შევხვდებით ამ ყველაფერს. ის კი არა და, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებ, უფრო მაგრად „დაგვსაჯონ“ და პირდაპირ გაგვაწევრიანონ ევროკავშირში და შეგვხედონ ერთი, წინააღმდეგი ვიქნებით თუ არა. ამ ისტორიულ თარიღს დიდი სიამოვნებით შევხვდებით, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. „დაგვსაჯონ“ და ნახონ რა რეაქცია გვექნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.