საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა. რის გამო, მუნიციპალიტეტი საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარის გარეშე დარჩა.
როგორც პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არჩევნები აღარ ჩატარდება.
"საარჩევნო წელს, არჩევნები არ ტარდება. სამწუხარო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მაჟორიტარის გარეშე დარჩა წელს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარები აღარ გვყავს, მაგრამ, სიაში აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს.
არჩევნები აღარ ჩატარდება. საარჩევნო წელს ეს ასეა" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა: ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა